სასამართლომ ნიკა მელია 8 თვით ციხეში გაუშვა

27.06.25 13:49
სასამართლომ ნიკა მელია 8 თვით ციხეში გაუშვა

სასამართლომ, ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ასევე მას დაეკისრა 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა.
ნიკა მელია 25 000 ლარით სასამართლომ 2019 წელს დააჯარიმა. ის სასამართლომ „ბანკი ქართუს“ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია.

  • ცნობისთვის, დღეს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მოუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო  7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. 

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც. 

მსგავსი სიახლეები