“ონისეს მამა სისტემამ მოკლა“-სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე

“ონისეს მამა სისტემამ მოკლა“- ასე ეხმაურება სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე პატიმორბაში მყოფი მისი თანამებრძოლის მშობლის გარდაცვალებას.
გლდანის ციხეში გამოკეტილი ევროპული მომავლისს მცველი “ქართულ ოცნებას“ მძიმეე დღეებს უანონსებს და ამბობს, რომ ამიერიდან ივანიშვილს გუნდს კიდევ უფრო მეტადდ უნდაა ეშინოდეს უდანაშაულო ადამიანების ბრაზის.
“ჩვენ თუ მოგვკალით, სხვებს რაღას ერჩით“ - ამბობს პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა.
სისტემამ მოკლა ონისეს მამა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, ნევრიულობისგან, საკუთარი სახლის ჭიკართან დაარტყა და ჩაიკეცა, არ მყავდა ნანახი, მაგრამ ონისე იმდენ რამეს გვიყვებოდა, უნახავად ვიცნობდით, ტიპური იმერელი, უთბილესი, უსაყვარლესი, იუმორის მქონე, შვილებზე გიჟურად შეყვარებული ადამიანი, მარტო მამა-შვილური კი არა, ძმაკაცური ურთიერთობაც რომ ჰქონდათ. დედასთან ყოველი დარეკვის შემდეგ, ართმევდა ტელეფონს და იქიდან ამხნევებდა, როგორც შეეძლო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი დარტმა იყო, იმ დღეს ჩვენც მოვკვდით, ერთი ვაი-ვიში გვქონდა, მაგრამ გათენდა მეორე დღე და ახლიდან გავცოცხლდით. ახლა აღარაფერი გვაქვს და წარმოიდგინეთ, რას გიზამთ ყველას, ვისაც წვლილი მიგიძღვით ამაში. ჩვენ თუ მოგვკლავთ, მოგვკალით, მშობლებს რაღას ერჩით, თან რისთვის, აქციაზე დაჭერილებიდან უკვე მესამეს მოუკვდა მშობელი, ამ რამდენიმე დღეში, გასკდა გული, აღარ დაგვრჩა ადგილი, სადაც არ დავჭრილვართ. გეშინოდეთ ჩვენი.
უსირცხვილო მოსამართლე კი დარბაზიდან გაძევებით გვემუქრება, თავისი ეგო რომ დაიკმაყოფილოს და მშობლების ნახვის ერთადერთ წყაროსაც გვიკეტავს,- ამბობს კიკნაძე.