ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი“: ვგმობთ ჯაფარიძე-ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ რეპრესიებს

27.06.25 13:59
ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი“: ვგმობთ ჯაფარიძე-ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ რეპრესიებს

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და გმობს მათ წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ რეპრესიებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში მამუკა ხაზარაძის როლი უზომოდ დიდია.“

წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და გმობს მათ წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ რეპრესიებს. თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში მამუკა ხაზარაძის როლი უზომოდ დიდია. ის ყოველთვის გვერდში ედგა ქართველ მწერლებს და გამომცემლებს, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, როგორც არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივის და პროექტის მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მამუკა ხაზარაძე არის წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის, ლიტერატურული პრემია “საბა”-ს , პროექტების “წერე ქართულად”, “ქალაქი ბიბლიოთეკა” დამფუძნებელი.

ჩვენ, ლიტერატურული საზოგადოება, ვგმობთ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივ რეპრესიებს, რაც ძირს უთხრის და აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, მის ევროპულ მომავალს და მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,- წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები