"ონისეს მამამ ამდენ უსამართლობას ვერ გაუძლო... საზოგადოებამ ჩვენი შვილების შესახებ სიმართლე უნდა იცოდეს" - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტის ხმა ისმის - პირველ არხთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები არიან შეკრებილები და პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ.
პროევროპულ აქციაზე დაკავებული პირების მშობლებს სურთ საზოგადოებამ სიმართლე გაიგონ მათი შვილების შესახებ და დასრულდეს ის პროპაგანდა, რომლესაც სინდისის პატიმრების წინააღმდეგ თვეები ადგილი აქვს.
მშობლები არხისგან ასევე მათი შვილების სასამართლოების გაშუქებასაც მოითხოვენ.
დღეს ამ აქციაზე უნდა იდგეს ონისე ცხადაძის მამაც, თუმცა ის გუშინ გარდაიცვალა. ამიტომაც სინდისის პატიმრების მშობლებისთვის დღევანდელი შეკრება განსაკუთრებით მძიმეა.
მესამეა პატიმების ოჯახის წევრებიდან, რომლებიც უკვე აღარ არიან ამ ქვეყნად. თავისთად, ამ ოჯახებს ხომ ძალიან რთული სიტუაცია შეუქმნა ამ ე.წ. ხელისუფლებამ და შედეგიც ის არის, რომ ზოგს გული ვერ უძლებს და ზოგს რაღაც დაავადებები, რომელიც ფატალურად მთავრდება. აქედან გამომდინარეა, რომ საზოგადოებამ სიმართლე რომ იცოდეს, აუცილებელია, რომ აქ შევიკრიბოთ, აქ ვიდეგთ და იძლებითი წესით გავაჟღერებინოთ ის სიმართლე, რაც რეალურად არსებობს ამ ქვეყანაში", - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.