"გააშუქეთ სიმართლე!" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა საზმაუსთან აქცია გამართეს

27.06.25 20:52
"გააშუქეთ სიმართლე!" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა საზმაუსთან აქცია გამართეს

პროტესტის ხმა ისმოდა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები თანამოაზრეებთან ერთად არხის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მათ გვერდით დღეს ონისე ცხადაძის მამაც უნდა ყოფილიყო, თუმცა ის გუშინ გარდაიცვალა. ონისე მესამე სინდისის პატიმარია, ვისაც საპყრობილეში ყოფნის დროს მშობელი გარდაეცვალა. მათი თანამებრძოლები კი ამაში ერთადერთ დამნაშავედ სისტემას მიიჩნევენ, იმ უსამართლობას, რომელსაც "ქართული ოცნება"  ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ აწარმოებს.

სიმართლე დღეს ყველაზე ნაკლებად ხალხის ტელევიზიიდან ისმის - ეს არის მიზეზი, რის გამოც ხალხი პირველ არხთან შეიკრიბა, სადაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა ღია ეთერი და სასამართლო პროცესების ცოცხალ რეჟიმში გადაცემა მოითხოვეს. პროევროპულ აქციაზე დაკავებული პირების მშობლებს სურთ, საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს მათი შვილების უსამართლო პატიმრობის შესახებ და დასრულდეს ის პროპაგანდა, რომელსაც სინდისის პატიმრების წინააღმდეგ აწარმოებენ.

შეკრებილები ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი "ქართული ოცნების" ხელში მთავარი პროპაგანდის იარაღს წარმოდგენს, სადაც პატიმრების ხმა არ ისმის. ამიტომ, სასამართლო პროცესების სრულად პირდაპირ ეთერში გადაცემას მოითხოვენ, სადაც, მათი თქმით, ყველაზე კარგად ჩანს პროცესების აბსურდულობა, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების წინააღმდეგ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები