პროტესტის 212-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 212-ე დღეა - დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაიკეტა.
მოქალაქეებს, რომლებმაც საავტომობილო გზა დაიკავეს, ადგილზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.