ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი თავისუფალია

გალიფ ოზთურქი თავისუფალია - სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, თურქმა ბიზნესმენმა ციხე, არსებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებით დატოვა.
- ცნობისთვის, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში 2022 წელს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ იგი დამნაშავედ 3 პუნქტით ცნო. თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ადამიანები, რომლებიც გალიფ ოზთურქის საქმეს კარგად იცნობენ "პირველებთან" სავარაუდო ფინანსურ გარიგებაზე საუბრობენ - ამბობენ, რომ დაკავებული ბიზნესმენი დიდძალ ფულს სთავაზობდა მაშინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და აჭარის მთავრობის ყოფილ მმართველს, თორნიკე რიჟვაძეს, თუმცა ეს ინფორმაცია ივანიშვილის ყურამდე მივიდა.
დაპატიმრების დროს ბრალდება იყო ნარკოტიკების რეალიზაცია შენახვა. წარმოუდგენელია ეს არავის სჯეროდა, უბრალოდ ის შეეწირა გარკვეულ ფინანსურ ინტერესებს. ბოლო დროს ისე გაბედულად გრძნობდა თავს, ღიად აცხდებდა, რომ მე მთავრობა ჯიბეში მყავს. ძალიან ბევრი ცნობილი ბიზნესმენიც გადააგდო. კიდევ სხვა ვერსიებიც არის, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილ პრემიერთან ერთად (საუბარია თორნიკე რიჟვაძესა და ირაკლი ღარიბაშვილზე) რაღაც ფინანსური გარიგებაც გააკეთა თავისუფლების სანაცვლოდ. ფული გაიცა გალიფასგან, თუმცა თავისუფლებაზე ის არ გამოუშვეს. ეს ინფორმაცია მივიდა ივანიშვილამდე, ივანიშვილის სახელით ისარგებლეს ამ ადამიანებმა. გავლენიანმა პირებმა შური იძიეს იმ გავლენიან პირებზე, რომლებსაც გარკვეული ფინანსური ინტერესები ჰქონდათ და ალბათ, დრესაც აქვთ".
გალიფ ოზთურქზე ჟურნალისტური გამოძიება 2022 წელს, მას შემდეგ რაც თურქი ბიზნესმენი დააკავეს, "ნოდარ მელაძის შაბათის" გუნდმა მოამზადა.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებულ თურქ ბიზნესმენს, ხელისუფლებასთან ურთიერთობა რამდენიმე მას შემდეგ დაეძაბა, როცა მისი და ყოფილი ჩინოვნიკის, დიმიტრი ქუმსიშვილის გზები გაიყარა.
ირკვევა, რომ ერთობლივი ბიზნესის დაწყებიდან ერთ წელიწადში ოზთურქსა და ქუმსიშვილის შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2022 წლის იანვარში, ქუმსიშვილმა თავისი წილი, ადვოკატ გიორგი ყავლაშვილს გადასცა. გაბრაზებულმა ოზთურქმა, განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ქუმსიშვილთან ყველა ურთიერთობას წყვეტს.
ამ დაპირისპირებიდან 6 თვეში ოზთურქს სპეცრაზმი უვარდება სახლში, ნარკოტიკებს პოულობენ და აკავებენ.
ცნობისთვის, გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირებდება ბათუმში, გოგოლის ქუჩა N11-ში კომპანია „მეტრო ტერმინალის“ მიერ წამოწყებული უკანონო მშენებლობა.