სკამები სინდისის პატიმრების ფოტოებით - აქცია-პერფორმანსი ზუგდიდის გამგეობასთან

28.06.25 12:43
სკამები სინდისის პატიმრების ფოტოებით - აქცია-პერფორმანსი ზუგდიდის გამგეობასთან

სკამები სინდისის პატიმრების ფოტო სურათებით -  ასეთი აქცია-პერფორმანსი გაიმართა გუშინ ზუგდიდის გამგეობასთან.

პროტესტის 212-ე საღამოოს სამოქალაქო აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ფორმით გამოეხატათ პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ.  აქტივისტები აცხადებენ, რომ ვიდრე მათიი მოთხოვნები შესრულებული არ იქნება, ეცდებიან გამუდმებით შეუქმნან დისკომფორტი "ქართულ ოცნებას" და ყველგან ყველას შეახსენონ, რის გამო ისჯებიან ადამიანები.

ხალხს აქვს ორი მთავარი მოთხოვნა - ახალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მსგავსი სიახლეები