ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძის შემდეგ, შიმშილობა აქტივისტებმაც დაიწყეს

28.06.25 13:36
ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძის შემდეგ, შიმშილობა აქტივისტებმაც დაიწყეს

ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძის შემდეგ, შიმშილობა აქტივისტებმაც დაიწყეს - დღეს პოლიტიკოსებს სამი აქტივისტი  ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია შეუერთდნენ. 

რუსთაველის გამზირი ახალი პროტესტის ეპიცენტრად იქცა, სწორედ იქ არიან ამ წუთებში 5-ვე პირი, ვინც უკიდურესი პროტესტის ფორმას მიმართეს. 

თუ არ იქნება დათმობა, იქნება საპასუხო ბრძოლა - ამბობენ აქტივისტები. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, „რეჟიმს თავი შესწიროს“. მას დღეს პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძეც შეუერთდა.