ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების სოლიდარობა მოშიმშილე პოლიტიკოსებს - ერთობლივი განცხადება

ქალი პოლიტიკოსები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან ელენე ხოშტარიას და სხვა მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი დღეს პარლამენტთან მივიდნენ და ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
“დღეს ქალები სხვადასხვა პოლიტიკურინპარტიებიდან მოვედით პარლამენტთან, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას. მას, როგორც პოლიტიკოსს, როგორც დედას, როგორც ქალს ვუცხადებთ სოლიდარობას და ვაფასებთ ამ თავგანწირვის აქტს", - განაცხადა“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თეონა ჭალიძემ.
გარდა ამისა ქალი პოლიტიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდენ ხვალ, 29 ივნისს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს რეჟიმი ჩამოვანგრიოთ - თქვა ჭალიძემ.
ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ცხადად ხედავს და გააზქრებული აქვს სიტუაციიის სიმძიმე და ზუსტად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის წვლილი ამ ბრძოლაში და ვთხოვთ, რომ ხვალ, 29 ივნისს, საღამოს 7 საათზე, მოვიდეთ ოჯახებით და დავდგეთ პარლამენტთან, რათა ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს, პოლიიტკოსებს, სინდისის პატიმრებს, რეჟიმოს ტყვეებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს რეჟიმი ჩამოვანგრიოთ და ჩვენი ბრძოლით წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყნის განვითარების რელსებზე დაბრუნებაში”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, „რეჟიმს თავი შესწიროს“. მას დღეს პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და სამი აქტივისტი შეუერთდა.