ქარტიამ სრულად დააკმაყოფილა TV პირველის ჟურნალისტების საჩივრები "PosTV"-ისა და "სეზონი TV"-ის წინააღმდეგ - დადგინდა არაერთი მუხლის დარღვევა

01.07.25 12:05
ქარტიამ სრულად დააკმაყოფილა TV პირველის ჟურნალისტების საჩივრები  "PosTV"-ისა და "სეზონი TV"-ის წინააღმდეგ - დადგინდა არაერთი მუხლის დარღვევა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროსახელისუფლებო  "PosTV"-ისურნალისტების, ნათია ბერიძისა და დათა გვასალიას მიერ ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპების დარღვევა დაადგინა. 

ქარტიამ სრულად დააკმაყოფილა TVპირველის ჟურნალისტების,  ნატა და ნანუკა ქაჯაიების და მარიამ გაფრინდაშვილის განცხადება. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დავობდნენ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, რომლებიც საბჭომ დარღვეულად მიიჩნია.

პროპაგანდისტულ არხზე სადავო სიუჟეტი გადაცემაში „კვირის პოსტი“ 2025 წლის 15 ივნისს გავიდა. ქარტიამ TV პირველის ჟურნალისტების განცხადება 27 ივნისის სხდომაზე განიხილა.

ამასთან, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სრულად დააკმაყოფილა TV პირველის ჟურნალისტების სარჩელი "სეზონი TV"-ის წინააღმდეგაცაც. 

ნატა და ნაუკა ქაჯაიების და მარიამ გაფრინდაშვილი ამ შემთხვევაში დავობდნენ ქარტიის პირველი (სიზუსტე); მე-7 (დისკრიმინაცია); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიამ 27 ივნისის გამართულ სხდომაზე დაადგინა, რომ “სეზონის” წამყვანებმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ და დიმიტრი ჩუბინიძემ ყველა ჩამოთვლილი მუხლი დაარღვიეს. 

ცნობისთვის, დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ჟურნალისტების სახელით, სხვადასხვა მიმართულებით არის დავა დაწყებული. 

TV პირველის იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, 03 ივლისს დაიწყება საქმის განხილვა მარეგულირებელ კომისიაში. განცხადება ამ შემთხვევაშიც ეხება ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული სიძულვილის ენის შემცვლელ განცხადებებს.

მსგავსი სიახლეები