სასამართლო მანდატურის უფროსს ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში კიდევე ერთი აქტივისტი ამხელს
სასამართლო მანდატურის უფროსს, კიდევე ერთი აქტივისტი ქეთა დაუდიშვილი ფიზიკურ ძალადობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელს.
ახალგაზრდა ქალი ირწმუნება, რომ ზვიად რატიანის პროცესის დროს, ის დავით მატიაშვილმა ძალის გამოყენებით გამოაძევა, შემდეგ კი აქეთ უჩივლა.
ქეთა დაუდიშვილის თქმით, მას ახლა მანდატურის შეურაცხყოფას ედავებიან და მისი საქმე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ უნდა განიხილოს. აქტივისტი არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ.
25 ივნისს მიმდინარეობდა ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი, სადაც გარკვეული ხალხის რაოდენობა ვერ შევედით პროცესზე, ამ დროს მოხდა პირადად ჩემზე დავით მატიაშვილის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის მხრიდან ჩემ მხარეს ძალის გამოყენებით გარეთ გამოგდება, დედის გინება.
რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოდან დამიკავშირდნენ, რომ 21 ივლისს მე პროცესი ჩამენიშნა მანუჩარ ცაცუასთან, რომ მანდატურის სამსახურმა მე მიჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
რომ გითხრათ ჯარიმას ველოდებითქო მოგატყუებთ, მანუჩარ ცაცუასგან, ამათგან გამორიცხული არ არის რომ პატიმრობაში გამიშვან," - აცხადებს ქეთა დაუდიშვილი.