მაგდა მამუკაშვილს სახლი დაუყადაღეს
მაგდა მამუკაშვილს სახლი დაუყადაღეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
მამუკაშვილის სახლსა და ანგარიშებზე ყადაღა ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაადეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აქტივისტმა ვრცელი კომენტარი "ტვ პირველთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ის ღია ცის ქვეშ დარჩეს.
მიმაჩნია, რომ "ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის" თქმის გამო, შენ თუ ამ ჯარიმას იხდი, ესეიგი ეგუები რუსეთის დამპალ იმპერიაში ცხოვრებას და პრინციპული საკითხი მგონია, რომ ეს არ უნდა გადამეხადა. შესაბამისად გავიდა ვადა ამ ჯარიმის გადახდის და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს ყადაღა, ანგარიშები დამიყადაღეს, ყველა ბანკში არსებული, მათ შორის თიბისი-ში, სადაც მაქვს იპოთეკური სესხი 20237 წლამდე და ეს სახლი არის ჩემ საკუთრებაში.
ასევე გამოიყენეს ყადაღა ცემი უძრავი ქონების მიმართ, ამ სახლის მიმართ და ასე ცდილობენ რომ ამოიღონ თანხა ჩემი, ასე რომ ვთქვათ, აქტივებიდან.
45 ლარი მქონდა ანგარიშზე და ჩამომაჭრეს. ალბათ, თუკი რაიმე რესურსი გაჩნდება ჩემ ანგარიშზე და თანხა ჩაირიცხება, ყველაფერს ჩამომაჭრიან, გინდაც ხელფასის სახით მიღებული, ან ნებისმიერი სახით მიღებული.
სანამ არ დაიკმაყოფილებენ ვალდებულებას, შესაძლებელია, თუ ვერ დაიკმაყოფილეს სახლიც კი გაყიდონ და აუქციონზე გაიტანონ.ეს არის რუსული რეჟიმი, სწორად მითქვამს, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, კვლავ გავიმეორებ და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს," - განაცხადა მაგდა მამუკაშვილმა.
ცნობისთვის, 30 მაისს, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, მაგდა მამუკაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს.