მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, მაგდა მამუკაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს
მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, მაგდა მამუკაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს. მამუკაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს, თუნდაც 2 მცირეწლოვანი შვილის დედას ანგარიშები დაუყადაღონ.
კაპიკს არ გადავიხდი! დამიყადაღებენ ანგარიშებს 2 მცირეწლოვანი შვილის დედას და ნახავენ რა შემიძლია და როგორ! თიბისის და საქართველოს ბანკსაც სათანადო პასუხს მოვთხოვ, თუ “ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის” დაძახების გამო ანგარიშებს დამიყადაღებენ!,-წერს მამუკაშვილი.
ამავე საქმზე, აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა, ხოლო მოსამართლე დავით თეთრაულმა ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
შეგასხსენებთ, რომ საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.