შიმშილობის მე-16 დღეს, ჭიათურაში, ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა
მაღაროელი, მირზა ლოლაძე შეუძლოდ გახდა, საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ის მე-16 დღეა ჭიათურაში შიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაციას "მაღაროელი" ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს.
უწყვეტი 126 დღიანი პროტესტის, 16-დღიანი შიმშილობის, მათ შორის, 2-დღიანი უწყლო შიმშილობის, სტრესის, ნერვიულობის შედეგი. განა რას ვითხოვთ ნუთუ ამ ქვეყანაში ადამიანს მსგავსი ფორმებით უნდა უწევდეს სამართლიანობის მოთხოვნა," - წერს "მაღაროელი".
დღეს პროტესტის 126-ე და შიმშილობის მე-16 დღეა. გაფიცული მაღაროელები უკვე დღეებია ითხოვენ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურიდან გასვლა.
მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლებაა. მოშიმშილეთა შორისაა დაკავებული მერაბ სარალიძეც.
ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი: ტარიელ მიქაცაძე , სიმონ მიქაცაძე ჯანო ლაბაძე , მერაბი სარალიძე (ციხეში).
ხოლო სამ მათგანს: მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძეს, შავლეგი გოგსაძეს პირი აქვს ამოკერილი.
ცნობისთვის, გუშინ ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა.