საავადმყოფოში კიდევ ერთი მოშიმშილე მაღაროელი გადაიყვანეს

საავადმყოფოში კიდევ ერთი მოშიმშილე მაღაროელი, ტარიელ მიქაცაძე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მაღაროელი" ავრცელებს.
ცნობისთვის, ტარიელ მიქაცაძე 16 დღეა შიმშილობს, და მე-3 დღეა მშრალ კვებაზეა. ის გუშინ, შეუძლოდ გახდა.
გაფიცულები ამ დრომდე ითხოვენ ციხიდან მათი 4 თანამებრძოლის გათავისუფლებას, რომელთა პატიმრობაც მათივე შეფასებით უკანონოა.
ცნობისთვის, დღეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს მირზა ლოლაძეც.
დღეს ჭიათურაში პროტესტის 126-ე და შიმშილობის მე-16 დღეა. გაფიცული მაღაროელები უკვე დღეებია ითხოვენ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურიდან გასვლა.
მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლებაა. მოშიმშილეთა შორისაა დაკავებული მერაბ სარალიძეც.
ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი: ტარიელ მიქაცაძე , სიმონ მიქაცაძე ჯანო ლაბაძე , მერაბი სარალიძე (ციხეში).
ხოლო სამ მათგანს: მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძეს, შავლეგი გოგსაძეს პირი აქვს ამოკერილი.