„ნელ-ნელა ხსნიან ყველას, ვინც დასანქცირებულია“ — აქტივისტები გდდ-ს სტრუქტურულ ცვლილებებზე

06.07.25 15:33
„ნელ-ნელა ხსნიან ყველას, ვინც დასანქცირებულია“ — აქტივისტები გდდ-ს სტრუქტურულ ცვლილებებზე

საკადრო ცვლილებები შსს-ში - სამოქალაქო აქტივისტებს არ სჯერათ, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი პირები თანამდებობებს საკუთარი სურვილით ტოვებენ. ახალგაზრდები, რომლებსაც აქციების დარბევის დროს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა, ამბობენ, რომ ამ ჩინოვნიკების შეცვლით ძალოვან უწყებაში, რეალურად, ისევ არაფერი შეიცვლება.

სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი ზვიად მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნება" მოძალადე პოლიციელებს მაინც არ დასჯის და თუ დასჯის, ეს ფორმალური, საჩვენებელი სპექტაკლი იქნება.

ეს უკვე აღარაფერს შეცვლის. რაც მოხდა, უკვე მომხდარია. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სჯიან ცალმხრივად, არ უყურებენ მეორე მხარემ რა დააშავა, მხოლოდ სჯიან მომიტინგეებს სახეში გარტყმის გამო. არცერთი პოლიციელი არ დასჯილა. არის გამოძიება, რომელიც არის სრულიად ფორმალური. მაგალითად, ჩემს შმეთხვევაშიც გადაიღეს, სპეციალურმა საგამოძიებო ბიურომ აიღო ჩემი ქურთუკი როგორც ნივთმტკიცება, თუმცა გავიდა უკვე 6 თვეზე მეტი და ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ის სისხლის არის თუ არა ჩემი. შესაძლოა, ვიხილოთ მათი დაკავებაც, რომელიც ასევე იქნება, უბრალოდ, სპექტაკლი და თეატრი იმისთვის, რომ ხალხი მოატყუონ და აჩვენონ, რომ აი, მოძალადეები დავაკავეთ, თუმცა შემდეგ ისინი შეიძლება, ისევ გამოუშვან, პრეზიდენტმა შეიწყალოს, - ამბობს ზვიად მაისაშვილი. 

კიდევ ერთი აქტივისტი მიხეილ მეტრეველი ფიქრობს, რომ ახლა "ოცნება" ცდილობს, დასავლეთთან იმიჯი გამოისწოროს. მისი თქმით, პოსტებიდან ნელ-ნელა ყველა დანსაქცირებულ ჩინოვნიკს ხსნიან. 

ცდილობენ, ეს ე.წ. შავი სია, რაც აქვთ შეცვალონ და იმიჯი რაღაცით მაინც გამოისწორონ, მაგრამ, რეალურად, არაფერი იცვლება, რადგანაც ხარებას ლეკვებს, ვიტყვი პირდაპირ, ე.წ. მორბენალებსაც რაც შეეხება, მათი უფროსი შეიცვლება თუ არა, ძირითადად, ისინი მაინც რჩებიან. შესაბამისად, რასაც ვუყურებ დღესდღეისობით, დღევანდელი სასამართლოს პირობებში მათი გასამრთლება არ მოხდება. ამიტომაც, უნდა დავიწყოთ ცვლილებები. ცვლილებები უნდა დავიწყოთ სასამართლო სისტემიდან, შემდეგ უკვე უნდა მივყვეტ ეტაპობრივად სხვა დანარჩენს. რეალურად, ვინც კი დასანქცირებული ჰყავთ, ნელ-ნელა ყველას ხსნიან. ცდილობენ, მაქსიმალურად პლიუსები დაიწერონ დასავლეთთან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კანონის ფარგლებში მოხდეს მათი გასამრთლება, - ამბობს მიხეილ მეტეველი. 

შეგახსენებთ, რომ ხარებას კიდევ ერთი კადრი, იოსებ მარგველაშვილი, რომელიც ე.წ. „მორბენალების“ დანაყოფს ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან გათავისუფლებულია.

პოსტს აღარ იკავებს არც მირზა კეზევაძე, რომელიც გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე იყო. 

მსგავსი სიახლეები