"პირველების" ინფორმაციით, თანამდებობიდან ხარებას მოადგილე მირზა კეზევაძეც გაათავისუფლეს

"პირველების" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მირზა კეზევაძეც გაუშვეს. შტატების და ბრიტანეთის მიერ შავ სიაში ჩასმული კეზევაძე ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილე იყო.
მირზა კეზევაძის გარდა, რამდენიმე საათის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს იოსებ მარგველაშვილიც, რომელიც ე.წ. „მორბენალების“ დანაყოფს ხელმძღვანელობდა.
მას შემდეგ, რაც "პირველებმა" მარგველაშვილის ყოფილი თანამშრომლებისგან ვერ მიიღო პასუხი, რა მიზეზით მოხდა მისი პოსტიდან გათავისუფლება, ჩვენ მის საცოხვრებელ სახლთან მივედით, თუმცა იქ არავინ დაგვხვდა.
მეზობლების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მარგველაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აქვთ და იციან, რომ ის გდდ-ს თანამშროელი იყო. მეორე ნაწილი ამ თემაზე საუბარს კამერებთან ერიდება.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყება პროცესზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.