მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიებიდან ბევრს ლაპარაკობენ- ანდრო ჭიჭინაძის გზავნილი სასამართლოზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს ბრალდებულ რევაზ კიკნაძის გარდა, ყველა ესწრება.
სხდომის დაწყებამდე ანდრო ჭიჭინაძემ მიმართვა გაავრცელა და იმ ადამიანებს მიმართა, ვინც მისი თქმით, „ტელევიზიებიდან ბევრს ლაპარაკობენ“.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიებიდან ბევრს ლაპარაკობენ, ამ საქციელს იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ჰქვია, კაცურად არ ვიტყვი რა ჰქვია. მოვუწოდებ ყველად ენას კბილი დააჭიროს",- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
ასევე გზავნილი გაავრცელა ონისე ცხადაძემ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობისადმი:
მინდა მივმართო მეუფე იაკობს, რომელთან მიმართაც 3 გზავნილი მაქვს. პირველი - ჯერ ეკლესია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. მეორე - მამაო ჩვენო მიუტეე რამეთუ არ იცის რას ლაპარობს და მესამე - ჩემი საყვარელი ფილმია ლონდრე",- განაცხადა ონისე ცხადაძემ.
- სინდისის პატიმრების საქმეზე სასამართლოში განხილვა განახლდა-დღესაც მედიისთვის პროცესი დახურულია.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს