პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძის წერილი მათ არ უპოვიათ

07.07.25 15:03
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძის წერილი მათ არ უპოვიათ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძის წერილი მათ არ უპოვიათ. 

“მე არაფერი არ მიპოვია“, -ეუბნება ჟურნალისტებს კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი.

წერილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ამავე კლინიკის ექიმი, ლალი ტურძელაძეც.

“ჩვენ რა შუაში ვართ, მისი პირადი ნივთები არ გადმოუგზავნიათ“,- ამბობს ის.

ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".

ამის პარალელურად,  „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.

საგარეჯოს კლინიკას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.