თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ლევან რატიანი პირველ კომენტარს აკეთებს
თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი მედიასთან კომენტარს აკეთებს. როგორც ექიმი ამბობს, აჭარის ყოფილი მეთაურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.
ლევან რატიანის თქმით, თორნიკე რიჟვაძეს ყველა შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა.
პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს",- განაცხადა გიორგი რატიანმა.
ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.
- თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა". ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ოპოზიციას.
ასევე, წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არცერთი კლინიკა.