სად იმყოფებოდა ალექსანდრე ახვლედიანი იმ დროს, როცა მის სახლში გასროლა მოხდა?
სად იმყოფებოდა ალექსანდრე ახვლედიანი იმ დროს, როცა მის სახლში გასროლა განხორციელდა? - ადვოკატის ინფორმციით, გასროლის მომენტში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი თორნიკე რიჟვაძის გვერდით არსებულ ოთახში ან სააბაზანოში იყო.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ალექსადნრე ახვლედიანმა თავად, საკუთარ მანქანით გადაიყვანა თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში, ადვოკატი ამბობს, რომ ამის შესახებ მას თავად ბრალდებულმა უამბო.
- ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, იზოლატორში ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს ალექსანდრე ახვლედიანს. ალექსი ახვლედიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახვლედიანის ადვოკატი, ლალი აფციაური ამბობს, რომ პროცესზე, სადაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
მე ყველა ვარიანტში გირაოს მოვითხოვ. იმ ფაქტზე, რომ თავად მიიყვანა სავადმყოფოში, ორი სიტყვით ბატონმა ალექსანდრემ მითხრა, იმიტომ, რომ როდესაც ნახა ეს მდგომარეობა და 112-ის გამოძახება აგვიანებდა, ამიტომ, უცებ მიიღო გადაწყვეტილება და მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან წამები წყვეტდა ამ დროს სიცოცხლის საკითხს და საკუთარი მანქანით გადაიყვანა კლინიკაში. დასახმარებლად მიმართა იქვე მაცხოვრებლებს. მე ვნახე გუშინ შემთვევის ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ ხელშეუხებელია და იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის. ფანჩატურში არ მომხდარა, საძინებელ ოთახში, სადაც ბატონი რიჟვაძე იმყოფებოდა. თვითონ, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, მეორე ოთახში მოშორებით ან სააბაზანოში იმყოფებოდა", - განაცხადა ადვოკატმა.
აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა - ამ ვერსიას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რიჟვაძემ, რომელიც ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ფანჩატურიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში გაიტანა.
ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.