თორნიკე რიჟვაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

09.07.25 10:18
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

 

 

თორნიკე რიჟვაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას "პირველებს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე უდასტურებს და ამბობს, რომ ეს ოჯახის სურვილით მოხდა.

ტურძელაძის თქმით, აჭარის ყოფილი მეთაური ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს სტამბოლში. 

ოჯახმა თვითონ გამოიძახა რეანომობილი, თვითმფრინავი. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, შეღვიძებისას კონტაქტში შემოდიოდა - ამბობს ექიმი. 

გუშინ ღამე 02:00 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში საჰაერო გზით, ოჯახის წევრებსი მოთხოვნით. ამ საკითზე მანამდეც იყო საუბარი, თუმცა იმიტომ არ ვთქვით გუშინ, რომ ჩამოყალიბებულები არ იყვნენ. გვაინ ღამით გადაწყვიტეს, თვითონ გამოიძახეს რეანომობილი, თვითმფრინავი. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, შეღვიძებისას კონტაქტში შემოდიოდა, გაუმჯობესებული პარამეტრებით - თუმცა მართვის სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით აბსოლუტურად კონტაქტური. ჩაიბარეს თურქებმა, სხვანაირად არ წაიყვანდნენ, ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით წაიყვანეს", - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. 

გამოკითხა თუ არა გამოძიებამ თორნიკე რიჟვაძე თორნიკე რიჟვაძე - ამ კითხვაზე ლალი ტურძელაძე ამბობს: "რასაკვირველია არა, აპარატზეა ადამიანი, რა გამოძიება". 

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა.

მთავარი საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ რიჟვაძემ, რომელიც ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ფანჩატურიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში გაიტანა. 

  • ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის საქმეზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, დაკავებული იყო ალექსი ახვლედიანი, რომელიც 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ალექსი ახვლედიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

 

მსგავსი სიახლეები