"მოწმემ თქვა, რომ არ დაუნახავს ვინ ესროლა ქვა, თუმცა განაცხადა, რომ კოლექტიურად ყველას მიმართ აქვს პრეტენზია" - 11 პირის საქმე

11.07.25 16:09
"მოწმემ თქვა, რომ არ დაუნახავს ვინ ესროლა ქვა, თუმცა განაცხადა, რომ კოლექტიურად ყველას მიმართ აქვს პრეტენზია" - 11 პირის საქმე

 

 

სინდისის 11 პატიმრის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის  დღევანდელ პროცესზე მოწმედ მიყვანილი გარდაბნის მე-4 სამმართველოს უფროსი, გიორგი ჯანიკაშვილი ვერ ამბობს, ვისგან ნასროლი ქვა მოხვდა, თუმცა ადვოკატების თქმით, პოლიციელმა დღეს თქვა, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ პრეტენზია აქვს.

მან თქვა, რომ არ იცის, რეალურად ვინ ესროლა, მაგრამ თქვა, რომ  კოლექტიურად ყველას მიმართ აქვს პრეტენზია. გარდა იმისა, რომ აფიქსირებდა საკუთარ პრეტენზიას, რომ ჩავეკითხეთ, მან თქვა, რომ არა, სხვა დღეებშიც რომ პოლიციელები დაზიანდნენ, იმაზეც პრეტენზია გვაქვსო. ძალიან სამწუხარო იყო, რომ პოლიციელი ამდაგვარად პასუხობს. მისი პოზიცია იყო გაბრაზებული ადამიანის პოზიცია და ჩვენ ვიცით, რომ მოწმე, მით უფრო პოლიციელი არ შეიძლება იყოს გაბრაზებული, რადგან ისინი ყველა ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას, სადაც შეიძლება ნებისმიერ დროს ნებისმიერი ექსესი მოხდეს", - განაცხადა ირმა ჭკადუამ. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციელის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

 

 

მსგავსი სიახლეები