უახლოვდება თუ არა სანქციები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს?

12.07.25 12:03
უახლოვდება თუ არა სანქციები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს?

უახლოვდება თუ არა სანქციები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს? - მოსამართლის სახელი და გვარი სავარაუდოდ იმ პირების ჩამონათვალშია, ვისთვისაც შეზღუდვების დაწესებას სამშაბათს კაია კალასი მოითხოვს ბრიუსელში.

ის, რომ უკვე არსებობს 15 კაციანი სია, ვინც საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში და ივანიშვილის და მისი გუნდსი დავალებების უკანონო შესრულებაშია მხილებული, ამის შესახებ ჟურნალიტებს ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის ოფიციალურმა პირმა არაფორმალურ შეხვედრაზე უთხრა.

სიაში, წინასწარი ინფორმაციით, 32 წლის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილიც არის. სწორედ მან გამოუტანა საპატიმრო განაჩენები მათე დევიძეს და გიორგი მინდაძეს. მას აქვს ჩაბარებული 11 პირის საქმეც. 

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი მოქმედებაზე გადავა და ნინო გალუსტაშვილს ოცნების სასარგებლოდ გაწეული შრომა ცუდად შემოუბრუნდეება. 

რა თქმა უნდა, გალუსტაშვილი იმსახურებს პირველი ამ სანქციებს, რადგან პირველი იყო მათეს საქმე, სადაც მას შეეძლო იმედი მოეცა ჩვენთვის, რომ რაღაც სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში, თუმცა ეს ფაქტი არ დაუშვა და რა თქმა უნდა, გალუსტაშვილის და სხვა დანარჩენებიც იმსახურებენ ისეთ სანქციებს, რომ საქართველსო საზღვრებს საერთოდ ვერ გაცდნენ და ბარათები და ანგარიშები საერთოდ დაეყადაღოთ. სათანადოდ უნდა დაისაჯონ როგორც გალუსტაშვილი, ისე მათეს საქმეში არსებული სხვა პირები, რომლებმაც ამ ფარსში მიიღეს მინაწილეობა", - ამბობს მათე დევიძს და, ელენე დევიძე. 

დაბადების დღესზე რომ გამიმეტა ასეთი ტკივილისთვის, ყველაფერზე თანახმა ვარ, რომ ის ტკივილი იგრძნოს, რა ტკივილით იმ დღეს მე ვიგრძენი. თუ ყველანაირად შევიწროვდებიან ალბათ, ძალიან გამიხარდება". - აცხადებს გიორგი მინდაძის დედა. 

 

 

მსგავსი სიახლეები