დასასანქცირებელთა 15 კაციანი სია მზად არის - ვის დასანქცირებას ითხოვს ევროკომისარი
ევროკომისიას უკვე მზად აქვს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების და მოსამართლეების 15 კაციანი სია, რომლისთვისაც სანქციების დაწესებაზე საგარეო საქმეთა მინსიტრებმა უნდა იმსჯელონ. ამის შესახებ ჟურნალიტებს ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის ოფიციალურმა პირმა არაფორმალურ შეხვედრაზე უთხრა.
საქართველოს საკითხის განხილვა ბრიუსელში სამშაბათს არის დაგეგმილი. "ევროსკოპი" წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაპარტიელებისთვის სანქციების დაწესების შეთანხმება ჯერ არ არის, თუმცა არსებობს სია, რომლის მხარდაჭერასაც საგარეო საკთხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მინისტრებს მოსთხოვს.
მოლაპარაკების მაგიდაზე სანქციები და უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი დევს. ევროკავშირის სამიზნე ივანიშვილი, ივანიშვილის პრემიერი, მინისტრები, მოსამართლეები და რეპრესიების ხელშემწყობი მაღალჩინოსნები იქნებიან - ყველა, ვინც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა. 27 ქვეყნის პირველი დიპლომატი დახურულ კარს მიღმა იმჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა ბერკეტები უნდა გამოიყენონ ივანიშვილის ხელსიუფლების ავტორიტარული პოლიტიკის საპასუხოდ.
ევროპარლამენტარები "პირველებთან" ინტერვიუში ამბობენ, რომ პოლიტიკური განცხადებების დრო დასრულდა და ახლა მოქმედების დრო დადგა.
საგარეო საქმეთა მინისტრების დღის წესრიგში საქრთველო მეორე საკითხად ჩასვეს, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების სიმძიმეს ხაზსს უსვამს. ეს ნიშნავს იმას, რომ მინისტრები საქრთველოზე დისკუასიას დიდ დროს დაუთმობენ, რაც ზრდის გადაწყვეტილების მიღების შანსებს.
ირკვევა, რომ ევროპელი მინისტრები წამოჭრიან იმ საკითხებსაც, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდაა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანშვილის რეჟიმის დასანქცირება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ასოცირების შეთანხმების გადახედვა მოითხოვეს, რაც მინისტრების განხილვის მთავარი თემა გახდა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.