"შიშით ვართ, რომ ვაგზალი არ განმეორდეს" - ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

16.07.25 14:12
"შიშით ვართ, რომ ვაგზალი არ განმეორდეს" - ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევის შემდეგ დედაქალაქის მოსახლეობა შეშინებულია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებში მცხოვრები ადამიანები შველას ითხოვენ. 

ავლაბარში ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე არსებული სამსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბედის ანაბარა არიან, რადგან ჯერ კიდევ 2017 წელს დაიდო დაკსვნა, რომ კორპუსს მე-4 ხარისხის დაზიანება აქვს. მათი თქმით, სახლს ყოველდღიურად დიდი ფრაგმენტები ცვივა და ალბათობა იმის, რომ აღნიშნული გამვლელს დაეცეს, ან სახლი სრულად დაინგრეს და ვინმე მოიყოლოს, ძალიან დიდია. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ დახმარების თხოვნით სახელმწიფო უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

ბედის ანაბარა ვართ და არ ვიცით ხვალ რა იქნება. შიშთ შევყურებთ მომავალს, იმიტომ, რომ ყოველ დღე გვესმის "ჩამოინგრა" ისეთი შენობა, რომელზეც ვერ იტყოდი, რომ ჩამოინგრა და ეს მეოთხე ხარისხის დაზიანებით არის. სადარბაზო აბსოლუტურად ავარიულია, ეს ნაწილი გადადის იქით მხარეს და უკვე დაიწყო დანგრევა, კედელი ჩამოინგრა ორი დღის უკან. დიდი ფრაგმენტები ცვივა, ის რომ ადამიანს დაეცეს, არ არსებობს, ის გადარჩეს. არაერთგიზს მომხდარა, კიბე ჩაინგრა და კინაღამ ჩემი მეუღლე ჩაყვა - გადარჩა, ქვევით არის სამი მეტრის სიღრმის სართული კიდევ. 

ინტენსიურად მივმართავთ 2017 წლიდან მერიას, თბილისის განვითარების ფონდს, გამგეობას, მთავრობას. დადის ჩვენი წერილები ასე, მაგრამ ჩვენი პრობლემა არ გადაწყდა. არ იგეგმება ამ სახლის გაკეტება. არა რეაბილიტაცია, არც დაშლა, არანაირ პროგრამაში ეს სახლი არ ხვდება, - ამბობს ადგილობრივი მოსახლე. 

ავლაბარი ერთადერთი უბანი არ არის, სადაც ადამიანებს ავარიულ სახლებში უწევთ ცხოვრება. ავლაბარში, ემირ ბურჯანაძის 7 ნომერში მცხოვრები 50-მდე დევნილი ოჯახი დახმარებას ითოვს. მათი თქმით, აღნიშნულ კორპუსში სკოლა-პანსიონატი მდებარეობდა, თუმცა იქიდან ბავშვები სწორედ იმიტომ გაიყვანეს, რომ შენობა ავარიული იყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა, რის შემდეგაც იქ დევნილები შეასახლეს. 

შიშით ვართ, რომ ვაგზალი არ განმეორდეს. ყურადღება მოგვაქციოს იმან, ვინც საჭიროა. შიშით ვცხოვრობთ, ბავშვები გვყავს, მოხუცებით სხედან, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ადამიანია. ყველგან ბზარებია, ხელს გაყოფ ადამიანი და მზეს დაინახავ ან დაგაწვიმებს. მაღლა, მეოტხე სართული საერთოდ გახსნილია. კარებსაც ცუდად ვკეტავთ, ფანჯრებიც არ იკეტება და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, - ამბობს ადგილობრივი მოსახლე. 

კახა კალაძე ადასტურებს, რომ დღესდღეობით დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული კორპუსია. 

მსგავსი სიახლეები