ვინ არის პასუხისმგებელი ნგრევაზე - როგორ იმართლებენ თავს მერიაში და რას ამბობენ ადგილობრივები

16.07.25 20:30
ვინ არის პასუხისმგებელი ნგრევაზე - როგორ იმართლებენ თავს მერიაში და რას ამბობენ ადგილობრივები

შენობა, რომელმაც სამი დღის წინ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შემოსაზღვრულია და სახურავის პარაპეტების დემონტაჟიც დაწყებულია. რატომ არ გააკეთა მერიამ ეს ადრე. კალაძის უწყება ხელს ისევ ურჩი მობინადრეებისკენ იშვერს. თუმცა მოსახლეობამ მერი დღეს მორიგ ტყუილში ამხილა. ირკვევა, რომ ერთ-ერთი სადარბაზოს დაზიანების ხარისხი გაცილებით მძიმე იყო. 

ადგილობრივების თქმით, არსებობს სამხარაულის  დასკვნაც, თუმცა ბინის დაცლის შესახებ მათ შეთავაზება არ მიუღიათ.  ვინ არის პასუხისმგებელი დედაქალაქში დატრიალებულ ტრაგედიაზე - "სოციალური სამართლიანობის ცენტრში" პირდაპირ ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოებაზე მერიას ეკისრება და ჩანაცვლების პროგრამაზე არც ბინების მესაკუთრეთა უარი უნდა გამხდარიყო უსაფთხოების ზომების არგატარების წინაპირობა.

თევდორე მღდლის 10 ნომერში, კორპუსი დიდი ხანია რაც ავარიულია. სახურავზე პარაპეტს კი ბზარები მინიმუმ წელიწადნახვერის წინ უკვე ჰქონდა. თბილისის მერიის კულტურული მემკვიდორების დაცვის საბჭოს წევრი თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ შეირაღებული თვალითაც კი ჩანდა, რომ დაზიანების ხარისხი მძიმე იყო და მერიას პარაპეტის მოსახსნელად მაცხოვრებელების ნერბართვა არ სჭირდბეოდა.

ახლა ყველა კითხვებზე პასუხებს ელოდება, თუმცა გელაძის უწყება ჯერ არაფერს ამბობს. არც ის არის ცნობილი, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები