ცხოვრება დაბზარულ კედლებში, სიცოცხლის რისკის ფასად - ათეულობით სახლი დედაქალაქში ნგრევის პირასაა
მეტრომშენის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ხალხს თავზე ენგრევა. დაბზარულია კედლები და გამოთხრილი საძირკველი. ათობით ოჯახს ღამის გათენება შიშით უწევს, ვისაც საშუალება ჰქონდა საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, ვინც ვერ შეძლო სიკვდილს თვალებში უყურებს.
არავინ იცის რა დროს ჩამოიშლება ხიმინჯებზე შეყენებული კორპუსის ის საყრდენი კედელი, რომელსაც შენობა უჭირავს. მოსახლეობა სრულ პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს, ამბობენ რომ დროს ხელოვნურად აჭიანურებენ და მათი პრობლემით არავინ ინტერესდება.
ვაგზლის მოედანზე შენობის ნგრევის შემდეგ, ხალხი პანიკაშია. "ტვ პირველში" ავარიული შენობების მაცხოვრებელები რეკავენ და შველას ითხოვენ. სამგორში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე, 5 სართულიან კორპუსში 50 ოჯახი ბედის ანაბარაა მიტოვებული. არსებობს დასკვნა, რომ შენობის დემონტაჟი და დაცლაა აუცილებელი. მდგომაროება იმდენად რთულია რომ კედლები დაბზარეულია, კარი და ფანჯრები არ იხურება. ჭერიდან ბათქაში ცვივა, წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ხალხი ყოველწუთიერად ტრაგედიის მოლოდინშია.
ნგრევის პირასაა ავლაბარში, ვახტანგ მე-6-ის ქუჩაზე მე-19 საუკუნიის ნაგებობა, მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ავარიულობის მე-4 ხარისხი აქვს მინჭებული. იშლება კედლები და ცვივა სამშენებლო მასალა.
რთული ვითარებაა ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე, სადაც დევნილები ყოფილი სკოლა-პანსიონატის შენობაში რამდენიმე წლის წინ შეასახლეს, პანსიონატი კი ბავშვებით კორპუსი ავარიულობის გამო დაცალეს. მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი გააკეთეს, თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდა რომ პრობლემა ბევრად მასშტაბურია, დაზიანებულია საძირკველი და კორპუსს ჩამოშლა აქვს დაწყებული, მე4 სართულზე კედელი სრულად გახსნილია.
დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.