მეხუთე დღე გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან - იუსტიციის სამინისტრო კამერების ჩანაწერებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს

16.07.25 20:14
მეხუთე დღე გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან - იუსტიციის სამინისტრო კამერების ჩანაწერებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს

გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან მე-5 დღე გავიდა, თუმცა ამ დრომდე იუსტიციის სამინისტრო არ ასაჯაროებს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. 

რატომ არ აქვეყნებს ჩანაწერებს პენიტენციური უწყება - ამ კითხვას პასუხს პაატა სალიას უწყება ვერ სცემს, არადა ამავე უწყებას სხვა პატიმრების საქმეებზე კადრების  გამოქვეყნების პრაქტიკა აქვს დანარეგილი. ეს კადრები გლდანის ციხიდან პენტიტენციურმა დაწესებულებამ ნაცემი პატიმრის იოსებ გორგაძის საქმეზე გამოქვეყნა. მასალა საჯარო ბრალდებების გაჟღერებიდან რამდენიმე საათში გასაჯაროვდა, ამიტომ ახლა ოპოზიციას უჩნდება კითხვა, რა აქვს დასამალი ივანიშვილის გუნდს ისეთი რის გამოც ბაჩიაშვილის კადრების გამოქვეყნებას ვერ ბედავენ.

იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების მსგავსად, დუმილს ირჩევს პროკურატურაც.  ბაჩიაშვილის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედვად, გამოძიებას მთავარ საგამოძიებო უწყებას ისევ არ დაუწყია.  ბაჩიაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაციას ანიჭებს ბიზნესმენის ამერიკელი ადვოკატი. რობერ ამსტერდამი "პირველებთან" საუბარისას ამბობს, რომ წამებასთან ერთად სახეზეა გამოძალვის მცდელობა.

ამ დროდდე არ საჯაროვდება, ვინ არიას ის მოძალადე მსჯავრდებული, ვინც ბაჩიაშვილის საკანში იმყოფებოდა და ასევე არავინ იცის,  ვინ არის ე ბლოკის უფროსი ვინმე არჩილი, რომელმაც  ვერ უზრუნველყო საკანში პატიმრის უსაფრთხოება.

ბიძინა ივანიშილის პირად შურისძიებად აფასებენ პოლიტიკური აქტორები ბაჩიაშვილზე მომხდარ თავდასხმას. ქართული ოცნების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ახლა განგაშის სიგნალია ჩასართავი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები