სისხლიანი ანგარიშსწორება ადგილობრივებსა და პოლიციას შორის - რა მოხდა სოფელ ხელთუბანში
სისხლიანი ანგარიშსწორება ადგილობრივებს და პოლიციას შორის გვიან ღამით სოფელ ხელთუბანში მოხდა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი - მათ დაზიანებები დანით და ცულით აქვთ მიყენებული. ცხვირის მოტეხილობითაა გორ მედში შეყვანილი კიდევ ერთი სამართალდამცველი. გამოძიების ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი, არასრულწლოვანი გახდა, რომელიც ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა და პოლიციამ გადასამოწმებლად გააჩერა.
პოლიციისგან განსხვავებულ ვერსიას ყვებიან ადგილობრივები. ვინც დაპირისპირებას საკუთარი თვალით უყურა, ამბობს, რომ არასრულწლოვანს და მის ოჯახის წევრებს თავს სწორედ პოლიცია დაესხა. ირკვევა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამამ, საჭესთან დაჯდომა მის არასრულწლოვან შვილს თავად სთხოვა, როცა შუახნის კაცი სამართალდამცველებს ამას უყვებოდა პოლიციამ მათ შეურაცხყოფა მიაყენა და ცემა დაუწყო.
სოფელ ხელთუბანში, პოლიციის გამაფრთხილებელი გასროლის ხმა ადგილობრივებმა გვიან ღამით გაიგეს. ქუჩაში გამოსულებმა კი დაინახეს რომ პოლიცია მათ მეზობლებს სცემდა. ადგილობრივების თქმით, სიტუაციის განმუხტვის შემდეგ პოლიციამ ოჯახის დაწიოკება მათ საცხოვრებელ სახლში გააგრძელა. ადგილზე ყვებიან რომ ერთ-ერთ ნაცემ მოქალაქესს ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა.
დაკავებულებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა, პოლიციის უფროსმა დღეს მათთვის ბრალის დამძიმება დააანონსა. ჩხუბის დროს პოლიციის 4 თანამშრომელი დაშავდა, მათგან სამი დანითაა დაჭრილი. ერთს ცხვირის გაუტეხეს. დაშავებუყლი პოლიციელების ნაწილს ოპერაცია ჩაუტარდა - ორი უკვე ბინაზე გაწერეს. დაჭრილი პოლიციელები, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გელა გელაძემ მოინახულა.
პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ინციდენტის შემდეგ 5 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. მასთან ერთად ხელბორკილები დაადეს მამას და ბიძას, ასევე თანმხლებ კიდევ ორ პირს. ყველა მათგანი ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილსი რეპორტაჟში.