"პირველების" ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე ხდება
რუსთავი 2 ის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე ხდება - ამის შესახებ "პირველებს" ინფორმაცია რეჟისორის გარემოცვამ მიაწოდა.
როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" ლიცენზიით, მაუწყებლობის უფლების მქონე სს მედია ჰოლდინგის ხელმძღვანელად ბაკურ ბაკურაძეს ხვალ წარადგენენ.
ბაკურაძე "პირველებთან" ადასტურებს, რომ რუსთავი 2-დან შემოთავაზება ნამდვილად მიიღო, თუმცა ამტკიცებს, რომ "ჯერ გადაწყვეტილი არაფერია".
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ის ტელევიზიის დირექტორობას დათანხმდება, როგორი ტეელვიზია სურს რომ გააკეთოს, ბაკურაძე ამბობს, რომ "ეროვნული".
ცნობისთვის, 10 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკო ავალიანი სს “მედია ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს.