პროცესზე ცუდად გამხდარი სინდისის პატიმარი და პოლიციელები, რომლებიც "ნარკოტიკების ჩადებაში" ამხილეს - რა ხდებოდა დღეს სასამართლოში
გიორგი გორგაძის დედის განწირულმა ყვირილმა დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი კი შეძრა. სინდისის პატიმარი ხდომათა დარბაზში ცუდად გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა. ირკვევა, რომ გორგაძეს ფილტვების ანთება ჰქონდა კვლევები სჭირდებოდა. ოჯახი 21 წლის პატიმრის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა სამედიცინო კვლევების უარის თქმის შემდეგ სინდისის პატიმარი იძულებული გახდა პროცესი დაეტოებინა და ციხეში დაბრუნებულიყო.
21 წლის გორგაძე იმდენად ცუდად იყო, რომ ბოლოს თავად ითხოვა უკან ციიხეში დაბრუნება. ადვოკატებმა პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართეს, ოჯახი გორგაძის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას და კვლევების ჩატარებას ითხოვს.
ექსპერტის ვალერიან მესხის გამოიკითხა გიორგი გორგოძის გარეშე გაგრძელდა, პოლიციის პოლკოვნიკმა გუშინ ჩვენება 11 სინდისის პატიმრის საქმეზე მისცა. ირკვევა რომ ვიდეო კადრების მონტაჟის შესახებ ექსპერტმა ინფორმაცია გამოძიებას 8 პირის საქმეშიც დაუმალა. მეტიც მოწმემ ვერ დაასახელა, რა მეთოდოლოგიით ამოიცნო ბრალდებულები ვიდეო კადრებიდან.
დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა გიორგი ახობაძის საქმის განხილვაც. იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომელიც ბრალდებულის მტკიცებით, სავარაუდოდ მისთვის ნარკოტიკის ჩადების ბრძანებებს გასცემდა.
ახობაძე ამბობს, რომ მისი დამკავებელი პოლიციელი გიორგი გურეშიძე პირდაპირ ხაზზე იყო საპარტულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელ ლევან მაისურაძესთან. რეანიმატოლოგი ამბობს, რომ სავარაუდოდ, სწორედ გურეშიძე იყო ერთ-ერთი, ვინც მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო. ირკვევა რომ აქტივისტს ბიოლოგირი ნიმუში 2 ჯერ ძალის გამოყენებით აუღეს
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.