ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ გიორგიწმინდის გზის მონაკვეთზე მაღალია ხევის ადიდების საფრთხე, შესაბამისად აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
უწყების ცნობით, მოძრაობა იკრძალება 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - წერია განცხადებაში.