ლევან ჯანგველაძის საქმეზე პროკურატურამ მუხლი შეცვალა - გავა თუ არა გამოძიება მკვლელობის დამკვეთებზე

17.07.25 11:07
ლევან ჯანგველაძის საქმეზე პროკურატურამ მუხლი შეცვალა - გავა თუ არა გამოძიება მკვლელობის დამკვეთებზე

 

 

"პირველებისთის" ცნობილი ხდება, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი გადააკვალიფიცირა და დაკავებულ გელა უძილაურს ახლა შეკვეთით მკვლელობას ედავებიან. 

როგორც თბილისის ცენტრში მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე "პირველებთან" აცხადებს, ახლა უნდა ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები იმისათვის, რათა გამოვლინდნენ, თუ ვინ შეუკვეთა მკვლელობა და ასევე, თუ ვინ მონაწილეობდა დანაშაულში გელა უძილაურთან ერთად.

ტარიელ კაკაბაძის თქმით, მკვლელობის საქმეზე წინა პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა გამოძიება არასწორი მიმართულებით წაიყვანა.

"არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ სანდრო წივწივაძემ გადასცა რაიმე სახის იარაღი გელა უძილაურს, შესაბამისად, აღნიშნული ბრალის ფორმულირება მოგონილი იყო იმისთვის, რომ საქმეში არ ყოფილიყვნენ მკვლელობის შემკვეთები" - ამბობს ადვოკატი. 

ვინაიდან მუხლი შეიცვალა და პროკურატურამ დაადასტურა ის, რაზეც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ადგილი ჰქონდა შეკვეთილ მკვლელობას, ახლა უნდა ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები იმისათვის, რათა გამოვლინდნენ, თუ ვინ შეუკვეთა მკვლელობა და ასევე, თუ ვინ მონაწილეობდა დანაშაულში გელა უძილაურთან ერთად - ვინ აწვვდიდა მას ინფრომაციებს, ვინ აძლევდა დირექტივებს, ვინ ეხმარებოდა და ა.შ. მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ტემპი პირველივე დღეებში დაიკარგა, პირველივე დღეებში გაქრა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, თუ საგამოძიებო ორგანო გადადგამს სწორ ნაბიჯებს, ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. წინა პროკურორმა რაც გააკეთა არის ის, რომ კონკრეტულ პირს წაუყენა აბსურდული ბრალი - საუბარია წივწივაძეზე, თითქოს მან გადასცა იარაღი გელა უძილაურს და  უძილაურმა ამ იარაღით განახორციელა დანაშაულის ჩადენა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ  არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ წივწივაძემ გადასცა რაიმე სახის იარაღი გელა უძილაურს, შესაბამისად, აღნიშნული ბრალის ფორმულირება მოგონილი იყო იმისთვის, რომ საქმეში არ ყოფილიყვნენ მკვლელობის შემკვეთები და მკვლელეობის შემკვეთების მიმართ არ ყოფილიყო ჩატარებული არანაირი საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებს ადვოკატი. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
  • ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ირკვევა, რომ საქმეში არსებობენ სხვა ფიგურანტები, მთაწმინდის საძმოს წევრები, ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, რომელსაც წყაროს ინფორმაციით, სანდრო წივწივაძისგან მკვლელობის იარაღი ჰქონდათ გადაცემული და სწორედ მათი გავლით აღმოჩნდა იარაღი გელა უძილაურის ხელში. აღნიშნულ პიროვნებებს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული აქვთ. 

კითხვები არსებობს გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც წყარო მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტად ასახელებს. ის გამოძებას არ გამოუკითხავს.

 

მსგავსი სიახლეები