ევროკომისიის წერილს "ოცნება" თავდასხმით პასუხობს

17.07.25 13:13
ევროკომისიის წერილს "ოცნება" თავდასხმით პასუხობს

 

 

ევროკომისიის წერილს "ოცნება" თავდასხმით პასუხობს  - დღეს შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი იმ პერიოდის ევროპას შეადარა, როდესაც მისი თქმით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს კოცონზე წვავდნენ. 

პაპუაშვილი მედიასთან ირწმუნებოდა, რომ "ბრიუსელის ბიუროკრატიამ ევროპულ ღირებულებებს გადაუხვია".

ევროპაში გვახსოვს პერიოდი, როცა ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, კოცონზე წვავდნენ. სწორედ ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა. 

ევროპა ვართ მათ შორის ჩვენ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ბრიუსელზე, რომელიც ცდილობს, ყალბი, ცრუ იდეოლოგიები მოახვიოს თავს... 

ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს და ეს არის, რაზეც ვსაუბრობ. ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირში ნამყოფი და ვიცით რას ნიშნავს საბჭოთა კავშირი, ამიტომ ვაფრთხილებთ ჩვენ ევროკავშირის მოქალაქეებს და ვხედავთ, რომ მიდის გამოფხილზება მოქალაქეების. ვხედავთ არჩევნების შედეგები როგორ არის ევროკავშირში.

ბრიუსელი კვლავ ყალბი დილემის წინაშე გვაყენებს და ყალბი დილემა მდგომარეობს შემდეგში, რომ, თითქოს, უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ამისთვის უნდა ვთქვათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. ეს კავშირში არაა ევროპულ ღირებულებებთან", - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ევროკომისიის მიერ მაკა ბოჭორიშვილისადმი გამოგზავნილ წერილზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი "ოცნებისგან" 8 რეკომენდაციას ითხოვს, დღეს კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ და მას "შანტაჟი უწოდა".

"ჩვეულებრივად შანტაჟი გრძელდება, ახალი აქ არაფერი არ არის. ჩვენ ზად ვართ დისკუსიისთვის, თუნდაც მოვისმინოთ რატომ არის, მაგალითად გამჭვირვალობის კანონი ცუდი. 
არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, წარმოგვიდგინეთ არგუმენტები, რატომ არის ცუდი აღნიშნული კანონმდებლობა და რატომ წარმოადგენს პრობლემას ევროკავშირისთვის მაშინ, როდესაც იქაც ასეთ კანონმდებლობას იღებენ და დაწყებულია საუბარი აღნიშნულთან დაკავშირებით. მაშინ მივიღეთ ერთადერთი პასუხი - ეს იყო "იმიტომ". 
ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, აქაც გრძელდება შანტაჟი, გრძელდება მუქარა. 

მსგავსი სიახლეები