11 პირის საქმე - მოსამართლე გალუსტაშვილმა სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის თარჯიმანი საქმეს ჩამოაცილა

17.07.25 13:31
11 პირის საქმე - მოსამართლე გალუსტაშვილმა სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის თარჯიმანი საქმეს ჩამოაცილა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმრების, უკრაინის მოქალაქეების, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის თარჯიმანი საქმეს ჩამოაცილა.

შესაბამისი შუამდგომლობა პროცესზე დაკავებულების ადვოკატებმა დააყენეს. ამის შემდეგ თვითაცილების შუამმდგომლობით მიმართა მოსამართლეს თავად თარჯიმანმაც. 

ადვოკატ ბექა ხახობაშვილის განცხადებით, თარჯიმანი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა და არასაკმარისად პროფესიონალურად ხდებოდა თარგმანი.

ადვოკატის თქმით, დღეს ნინო გალუსტაშვილი აპირებდა თარჯიმანისთვის რუსულადაც კი დაესვა კითხვა, იმის შესამოწმებლად, სწორად გაიგებდა თუ არა თარჯიმანი. 

ბოლოს კი მოსამართლემ ახალი თარჯიმნის მოსაყვანად 11 პირის საქმეზე ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

ბრალდებულებსა და თარჯიმანს შორის არის ინტერესთა კონფლიქტი, რადგანაც ტარჯიმანი სრულყოფილად არ უთარგმნის იმ ინფორმაციას, რაც სასამართლო სხდომაზე ჟღერდება. ამასტან ერთად, ფაქტობრიადვ არის კონფლიქტში შესული ბრალდებულებთან და მოიხსენიებს უზრდელად. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონდებლობის დარღვევა და ეს არის აცილების სამართლებრვიი საფუძველი, რომ თარჯიმანი შეიცვალოს და იმ თარჯიმანმა აიღოს პასუხისმგებლობა, რომელიც კანონით არის გაწერილი და ვალდებულება აქვს, უთრაგმნის ყველა ის სიტყვა, რომელიც ჟღერდება სასამართლო სხდომაზე.

სასამართლოსგან არაფერი გვიკვირს დღეს, თუმცა დღეს ეს იყო უარყოფით ინოვაცია. დღეს სასამართლოზე ამას ვუყურეთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აპირებდა, რომ რუსული ენის შემოწმება თავად მოახდინოს. რა უნდა გაეკეთებინა სიტყვიერად გამოეხატა და შემდგომ თარგმანი თარჯიმანს მოეხდინა, თუ რა სიგიჟესთან გვექნებოდა შემხებლობა, ჩემთვის წარმოუდგენელია .- განაცხადა ადვოკატმა. 

დღევანდელ პროცესს ამერიკისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სინდისის პატიმრებსი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ დრომდე 11 პირის საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებდა. 

ბრალდების მხარემ დღემდე ვერ მოიყვანა მოწმე, რომელიც ქმედებას შეესწრო და ეს დაადასტურა. ასევე ერთი წერილობითი მტკიცებულებაც არ არის, რომ ეს ხალხი იცნობდა ერთმანეთს. ასევე, ერთი მტკიცებულებაც არ არის, რომ ორგანიზატორს, ვისაც მიიჩნევენ ორგანიზატორებად, და მონაწილე პირებს ელემენტალური კომუნიკაცია მაინც ჰქონდათ. ელემენტალური, ლაიქი რომ ლაიქია, პოსტი არ დაულაიქებიათ ცხოვრებაში ერთმანეთისთვის, იმიტომ, რომ არ იცნობენ ერთმანეთს. პროკურატურას მივმართავ იმასთან დაკავშირებით, რომ დაინიშნოს ექსპერტიზები რევაზ კიკნაძესთან დაკავშირებით და გაირკვეს, განიცადა თუ არა ამ ადამიანმა ტანჯვა. რეალურად, მათაც უნდა აინტერესებდეთ, თუ არ მომხდარა აღნიშნული ფაქტი, ექსპერტი ხომ ვერ დაწერს, რომ ტანჯვა განიცადა არაადამიანური მოპყრობის და წამების შედეგად. ჩვენ ვხედავთ იამს,რ ომ ბრალდების მხარე ვერაფერს აკეთებს პროცესზე, რომ ქმედება დაადასტუროს, ხოლო შესაბამისი ორგანოები ცდილობენ, ეს დანაშაულებრივი ქმედება სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილი უბრალოდ მიჩქმალონ და დამალონ" - აცხადესბ ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

მსგავსი სიახლეები