უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები - კუხარჩუკი იუსტიციის საბჭოს

17.07.25 14:23
უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები - კუხარჩუკი იუსტიციის საბჭოს

უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო დარბაზიდან იუსტიციის საბჭოს სინდისის პატიმარმა, სერგეი კუხარჩუკმა.

უკრაინის მოქალაქემ სხდომაზე მოითხოვა, რომ მისი განცხადების ასლი სახალხო დამცველს და უკრაინის საელჩოს გადაეცეს.

მე სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, მივმართავ სასამართლო დარბაზიდან მაღალ იუსტიციის საბჭოს, რომ დაუშვან საზოგადოებრივი არხები და რეპორტიორები, რომ რაც ხდება გადმოსცენ, სად იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები მე და რულსან სივაკოვი, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ჩემმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, შეეძლოთ ჩემი სასამართლო სხდომის ნახვა და იყვნენ საქმის კურსში და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ორგანოები ჩემს ამ საჯარო მოთხოვნას გაითვალისწინებენ და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნას. გთხოვთ განცხადების ასლი გადასცეთ სახალხო დამცველს და უკრაინს საელჩოს", - განაცხადა კუხარჩუკმა.

საქალაქო სასამართლოშ სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ვიდეოგადარებსი გარეშე მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

მსგავსი სიახლეები