დედაჩემი დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან არის, მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს, გთხოვთ დაუშვათ ტელევიზია - რუსლან სივაკოვი მოსამართლეს

17.07.25 14:33
დედაჩემი დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან არის, მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს, გთხოვთ დაუშვათ ტელევიზია - რუსლან სივაკოვი მოსამართლეს

დედაჩემი დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან არის, მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს - ასე მიმართა დღეს სინდისის პატიმარმა რუსლან სივაკოვმა სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს და სთხოვა რომ პროცესზე ტელევიზიისთვის გადაღების უფლება დაერთო. 

მან ისაუბრა უკრაინაზე და თავისი სიტყვა საქართველოზე სიყვარულის გამოხატვით დაასრულა. 

გთხოვთ პატივცემულო მოსამართლე დაუშვათ ტელევიზია, ვინაიდან მე მიზეზი მაქვს, დედაჩემი იქ არის, დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან, იქ არ არის ტელევიზია არ არის კავშირი მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს და ამ თხოვნით მოგმართავთ, რომ მან შეძლოს ჩემი ნახვა ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და შეძლებს თავისი შვილის ნახვას, საქართველო მიყვარხარ", - განაცხადა სივაკოვმა. 

საქალაქო სასამართლოშ სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ვიდეოგადარებსი გარეშე მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.