არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, 29 კბილი მაქვს და გამოვჭამ რუსს ყელს - ცხადაძე გდდ-ს თანამშრომელს

17.07.25 16:27
არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, 29 კბილი მაქვს და გამოვჭამ რუსს ყელს - ცხადაძე გდდ-ს თანამშრომელს

„თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, გეტყვით, ჩვენ არავინ, ერთმანეთს არ ვიცნობდით, გამარჯობა არ გვქონდა ერთმანეთისთვის ნათქვამი, ყველა სხვადასხვა კუთხიდან, ყველა სხვადასხვა რეგიონიდან ვართ. ამ საქმეში ორგანიზატორები ვინც არიან, საერთოდ არ ვიცნობ" - ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ სხდომაზე პროკურატურის მოწმეს, გდდ-ს თანამშრომელს, ლაშა გელაშვილს, რომელმაც ჩვენების მიცემისას თქვა, რომ არ დხაუნახავს ვისი ნასროლი ქვა მოხდა, თუმცა თქვა, რომ პრეტენზია ყველა ბრალდებულთან აქვს.

დარწმუებული იყავით, არც სამხედრო და არანაირი გამოცდილება არ მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით, 29 კბილი მაქვს და გამოვჭამ რუსს ყელსს",- უთრხა ცხადაძემ გდდ-ს თანამშრომელს. 

მანამდე კი მოწმეს ჰკითხა, გორში სამი პოლიციელი რომ დაჭრეს გორში, ამასთან დაკავშირებით თუ ჰქონდა პრეტენზიც მის მიმართ. მას კითხვა მოსამართლემ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ აღნიშნული საქმესთან შემხებლობაში არაა.

„ჩემი საქმის ფარგლებშია და არ მაცდით. გორში, გუშინწინ სამი პოლიციელი დაჭრეს და ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ ჩემთან პრეტენზია? თქვენ იქ ვერ ჩახვალთ, მოწმე ვერ იქნებით, ვიღაც თქვენი თანამშრომელი დაზიანდა და ადამიანურად გული შეგტიკვათ, მაგრამ იურიდიულად პრეტენზია ვერ გექნებათ....

თქვენ როგორ მოქმედებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ორგანიზება სჭირდება თუ ვისაც რა უნდა, იმას მოქმედებს? ანუ ორგანიზება თუ სჭირდება, ეგ მაინეტერესებს",- მიმართა სპეცრაზმელს ცხადაძემ.

აღნიშნულზე მოწმემ უპასუხა, რომ ის „დავალებას უფრორისგან იღებს".

„ამას მე არავინ მეკითხება, რასაც მავალებენ, იმას ვასრულებ. ორგანიზება და მსგავსი რაღაცები არ მეხება“,- განაცხადა მოწმემ, მას ცხადაძე კვლავ ჩაეკითხა.

„ვთქვათ, უფროსმა მოგცათ დავალება, ვისაც თქვენი ჯგუფი აბარია, ეს დავალება რომ შესრულდეს, არის თუ არა საჭირო თქვენს შოროს იყოს კომუნიკაცია?“, - იკითხა ცხადაძემ, რასაც გდდ-ს თანამშრომელმა დადებითი პასუხი გასცა.

სხდომაზე შეუძლოდ იგრძნო თავი ბრალდებულმა სერგეი კუხარჩუკმა, მასთან ექიმი გამოიძახეს და 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები