"მინდა, რაღაცნაირად ყველამ გავიაზროთ, რომ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრება უნდა შევძლოთ" - ნიკა კაცია
"მინდა, რაღაცნაირად ყველამ გავიაზროთ, რომ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრება უნდა შევძლოთ," - ამ სიტყვებით მიმართა დღეს სინდისის პატიმარმა, ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში მყოფ მოქალაქეებს.
ნიკა კაციამ თავის სიტყვაში ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, დედის გარდაცვალება და სადგურის მოედანთან, შენობის პარაპეტის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
მინდა, მივუსამძიმრო ზურა ჯაფარიძეს, ძალიან საამაყო ადამიანს, დედის გარდაცვალება. ასევე, მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, რომლებიც "ვაგზლის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღუპნენ და ყველას, ვინც აქ არის მოსული დარბაზში, მინდა, რაღაცნაირად ყველამ გავიაზროთ, რომ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრება უნდა შევძლოთ. ვიმსახურებთ, რომ ვიყოთ ბედნიერები, უნდა ვიყოთ ბედნიერები, ჩვენ ეს შეგვიძლია და აუცილებლად გავიმარჯვებთ," - განაცხადა ნიკა კაციამ.
ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
[ფოტო: არქივიდან]