საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აქტივისტი ნინო დათაშვილი დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს
საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ აქტივისტ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ქურდოვანიძის თქმით, დათაშვილს დროულად უნდა ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და უზრუნველყოფილი უნდა იყოს წვდომა შესაბამისი პროფილის ექიმთან.
ამასთან, ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებელია და აქტივისტი ქალი დასჯას ემსახურება.
„ნინო დათაშვილს შევხვდი დღეს. მხნედ არის, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და დროულად ჰქონდეს წვდომა შესაბამისი პროფილის ექიმთან.
ნინოს საქმეზე საია ახორციელებს სასამართლო პროცესების მონიტორინგს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებელია და გამოყენებულია აქტივისი ქალის დასასჯელად“ , - წერს ნონა ქურდოვანიძე.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალად საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ედება - ქმედება, რომლისთვისაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმაა გათვალისწინებული.