ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ახალ ფაზაშია - გამოკითხვაზე შესაძლოა, ოთარ ფარცხალაძე დაიბარონ

17.07.25 20:33
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ახალ ფაზაშია - გამოკითხვაზე შესაძლოა, ოთარ ფარცხალაძე დაიბარონ

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ოთარ ფარცხალაძე კანონიერი ქურდის ლიკვიდავიის საქმეზე დაკითხვაზე დაიუბარონ. მკვლელობიდან 5 თვის შემდეგ მხოლოდ ახლა აღიარა პროკურატურამ, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და დაკავებულ ქილერს ბრალი დაუმძიმეს.

გელა უძილაურის პროცესი, რომელმაც ლევან ჯანგველაძეს თბილისის შუაგულში 14 ტყვია ესროლა, დღეს გაიმართა. ახლა მთავარი კითხვაა, გავა თუ არა დამკვეთებზე საქართველოს პროკურატურა.  

გელა უძილაურისთვის ბრალდების კველიფიკაციის შეცვლით  პროკურატურამ აღიარა ის, რაზეც თვეების განმავლობაში დუმდა - ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეკვეთილია. განზრახ მკვლელობის მუხლის შესაცვლელად გამოძიებას 5 თვე დასჭირდა. პროცესი იქამდე არ დაიძრა, სანამ საქმეზე პროკურორი არ შეიცვალა. თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ბიზნესმენის ოჯახს გაუჩნდა იმედი, რომ გამოძიება წინსწარ დაგეგმილ და საქართველოში შესრულებულ მკვლელობის საქმეს გახსნის.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე დაკავებული წივწივაძის ადვოკატი ამბობს, რომ უძილაურისთვის ბრალდების ფორმულირების შეცვლით საქმეში ყველაფერი თავდაყირა დგება. თუკი აქამდე პროკურორი გია შაიშმელაშვილი ამტკიცებდა, რომ წივწივაძემ ქილერს იარაღი პირადად გადასცა, ახლა გამოძიებას მოუწევს, ყველა იმ კრიმინალურ ავტორიტეტზე გასვლა, ვის ხელშიც წივწივაძეზე გაფორმებული იარაღი იყო და ვინც ის გელა უძილაურს ჯანგველაძის მოსაკლავად გადასცა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები