სინდისის პატიმრების სხდომაზე მიყვანილმა მოწმემ ჩვენება საკუთარი თავის და სხვა სპეცრაზმელების წინააღმდეგ მისცა
მოწმე სპეცრაზმელებმა დღეს საგამოძიებო უწყებებები ამხილეს. სინდისის 11 პატიმრის საქმეზე დღეს გდდ-ს ორი სპეცრაზმელი გამოკითხა და ორივემ დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციებზე საიდენტიფიკაციო ნომრები ჰქონდათ.
არადა, ამ დრომდე გაუქმებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და სახალხო დამცველი ამბობდნენ, რომ აქციების დაშლაში ჩართულ სპეცრაზმელებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ, ეს კი ძალოვანი უწყებებისთვის მთავარი არგუმენტი იყო, რის გამოც არცერთი საქმე განხსნილი არ აქვთ.
ირკვევა, რომ არა მხოლოდ ნომრები ჰქონდათ სასტიკი დარბევებისას მინიჭებული სპეცრაზმელებს, ყველა მეთაურის სახელი და გვარი ცნობილიაა. რამდენიმე მათგანი ვინაობა დღეს სხდომათა დარბაზშიც გაჟღერდა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.