"ფინანსურ დავებს ქურდული გარჩევებით აგვარებდნენ" - დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 20 პირი

17.07.25 20:50
"ფინანსურ დავებს ქურდული გარჩევებით აგვარებდნენ" - დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 20 პირი

სტალინა, კოკოშკა, უწყლო, ბელეშა და კიდევ 16 პირი, კრიმინალური წესებით საქმეების გარჩევის ბრალდებით დააკავეს. ჯამში 20 მოქალაქეს ქურდული სამყაროს წევრობას და კანონიერი  ქურდისთვის მიმართვას ედავებიან. კრიმინალური პოლიცია ამტკიცებს, რომ კანონიერი ქურდები საქმეების გარჩევაში დიდი ფულის სანაცვლოდ იყვნენ ჩართულები და ქურდული სიტყვით ფინანსურ დავებს აგვარებდნენ. 

ფარულ სატელეფონო მოსმენებში ისმის, რომ გარჩევაში მონაწილეე მოქლაქეებს მოკვლით ემუქრებიან თუ ქურდების განაჩენს არ აღასრულებენ, ემუქრებიან შვილებზე ანგარიშსოწრებითაც. მთავარი მოთხოვნა - ფულია. მოქალაქეების ტერორის გზით აიძლებულებენ თანხის მიტანას.

ირკვევა, რომ ე.წ. ქურდული გარჩევები საქართველოსა და თურქეთში ეწყობოდა - მონაწილეობდნენ ე.წ. კანონიერი ქურდები თენგიზ ხოფერია მეტსახელად ჭინკა და ირაკლი ლეჟავა მეტსახელად ლაზარე - ისინი ე.წ. ქურდული ტრადიეციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებას და რომელიმე მხარეს ფულის გადახდას ავალდებულებდნენ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები