“ლელოს“ ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობენ
“ლელოს“ ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობენ. სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ დღეს მოლაპარაკებები კონგრესსა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართეს.
მათი თქმით, კონგრესმენებთან საუბრის მთავარი თემა “მეგობარი აქტი“ იყო, რომელიც სენატის მხარდაჭერას ელოდება.
შეხვედრებზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა კრიზისის დასაძლევად.
საბოლოო ფაზაში შედის “მეგობარი აქტის“ მიღების პროცესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკნონმდებლო ინციტივა, რომელიც ქართველი ხალხისთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს, აშშ-ის მხრიდან, უზარმაზარი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, ასევე მხარდაჭერას უსაფრთხოების განმტკიცებაში, სავაჭრო ურთიერთობებში და სხვა და სხვა, ამასთან ერთად, ეს აქტი ითვალისწინებს ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში ახალი ზეწოლის ბერკეტების ამუშავებას და ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი “მეგობარი აქტი“, რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული. გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, როდესაც რუსეთი ცდილობს, რომ წაართვას ქართველ ხალხს დემოკრატიული მომავალი, დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ აშშ-ის მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოსაპოვებლად, -განაცხადა სამადაშვილმა.