ციხის საკანში ნაცემი გიორგი ბაჩიაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს
ციხის საკანში ნაცემი გიორგი ბაჩიაშვილი ამ წუთებში გამომძიებლებს ჩვენებას აძლევს. გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინპექციის თანამშრომლები ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
სასტიკი ანგარისშწორებიდან შვიდი დღის შემდეგ, სალიას უწყება არკვევს, რა მოხდა გლდანის ციხეში და ვინ დაესხა თავს ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს.
ბიზნესმენის გამოკითხვას ესწრებიან მისი ადვოკატებიც.
ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მოწყობილი ანგარიშსწორებით და მისი ცემით არ დაინტერესდა. ამ დრომდე დანაშუალის ამსახველი კადრებს პენიტენციური დეპრატმენტი არ ავრცელებს, არადა ადვოკატები აცხადებენ რომ ბაჩიაშვილსს იმდენად მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რომ მას დამოუკიდებლდ გადაადგილებაც კი უჭირს.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ განცხადებით მივმართეთ საქრთველოს პროკურატურას ორშაბათს და ვითხოვდით, რომს წროედ პროკურატურას ჩაეტარებინა გამოძიება, თუმცა დაგვიკავშირდა გამომძიებელი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, რომელმაც შეგვატყობინა, რომ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადება გადაიგზავნა მათთან, შესაბამისად არ დაიწყო გამოძიება პროკურატურამ, რის გამოც დღეს უკვე გიორგი ბაჩიაშვილი გამოიკითხება სწორედ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის მიერ და გიორგი მიაწვდის მას ინფორმაციას მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. ცხადია, ჩვენ ვითხოვდით დასაბუთებულად, რომ გამოძიება დაეწყო პროკურატურას, რადგან საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაშიც ჩანს, რომ ფიგურირებს ამ განცხადებაში მე-8 დაწესებულების დირექტორი, ასევე ეთ-ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, მიზანშეწონილი და გამართლებული იყო, რომ სწორედ ნეიტრალურ სტრუქტურას ჩაეტარებინა ეს გამოძიება", - განაცხადა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.
- ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.