ხელისუფლების აღდგენის კომიტეტი: უპირობოდ გათავისუფლდნენ ბადრი ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერები და აქტივისტები
საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების აღდგენის კომიტეტი საგანგებო განცხადება ავრცელებს და მოითხოვს, უპირობოდ იქნენ განთავისუფლებულნი საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები, მათ შორის, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელისმომწერი ბადრი ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერები და აქტივისტები.
მათი თქმით, “დე ფაქტო მთავრობა ანტიდემოკრატიული კანონების ამოქმედებით და მკაცრი რეპრესიებით ცდილობს, ჩაახშოს საზოგადოების პროტესტი.“
ამასთან, ისინი მოითხოვენ, მოეხსნას საპროტესტო აქციებში და ე.წ. სასამართლო პროცესებში მონაწილე ყველა პირს საჯარიმო სანქციები.
სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ნომენკლატურულ და კრიმინალურ ძალებზე დაყრდნობით ორგანიზებულ 1991-1992 წლების სამხედრო- კრიმინალური გადატრიალებიდან, როცა დაამხეს კანონიერად არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და სახელისუფლებო სტრუქტურების უზურპაცია მოახდინა კრემლის მორჩილმა მარიონეტულმა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, დღემდე ქვეყანა იმართება არალეგიტიმური მთავრობების მემკვიდრეების მიერ, რომლებიც, გაყალბებული არჩევნების გზით, მუდმივად დაკავებულნი არიან მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებით, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობამ
გოლგოთის უმძიმესი 30 წელი გამოიარა.
არღვევს რა თვით მოქმედ კონსტიტუციას, ოცნების ერთპარტიულმა მთავრობამ შეცვალა საქართველოს საგარეო კურსი, გაანადგურა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ მოპოვებული დადებითი ურთიერთობები ცივილიზებულ სამყაროსთან და დაუფარავად მიაქანებენ ქვეყანას რუსული ორბიტისაკენ.
აქედან გამომდინარე, საქართველო მძლავრი საპროტესტო გამოსვლების არენად იქცა. დე ფაქტო მთავრობა ანტიდემოკრატიული კანონების ამოქმედებით და მკაცრი რეპრესიებით ცდილობს, ჩაახშოს საზოგადოების პროტესტი. ძალოვანი სტრუქტურები სადამსჯელო ორგანოებად გადაიქცნენ და მოსახლეობაში უსაფრთხოების შეგრძნების ნაცვლად შიშსა და სიძულვილს იწვევენ.
ვადევნებთ რა ყურადღებით თვალს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს, ე.წ. სასამართლოს სადამსჯელო და სამარცხვინო გადაწყვეტილებებს, ვგმობთ ყოველივეს და მოვითხოვთ:
- 1. უპირობოდ იქნენ განთავისუფლებულნი საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელისმომწერი ბატონი ბადრი ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერები და აქტივისტები;
- 2. მოეხსნას საპროტესტო აქციებში და ე.წ. სასამართლო პროცესებში მონაწილე ყველა პირს საჯარიმო სანქციები.
საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების აღდგენის კომიტეტის წევრები:
- ნემო ბურჭულაძე - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე -დეპუტატი
- გურამ აბსანძე - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი
- რობერტ პეტრიაშვილი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი- დეპუტატი
- ალექსანდრე ვარძელაშვილი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი-დეპუტატი
- ლია კაცაძე - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი-დეპუტატი
- ირინე ტალიაშვილი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი-დეპუტატი
- გურამ ისაკაძე - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი- დეპუტატი
- ნუგზარ შავთვალაძე - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წვრი- დეპუტატი
- ჯემალ შონია - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წვერი- დეპუტატი
- ფირუზ დიაკონიძე - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი- დეპუტატი
- დიმიტრი ქებურია - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წვრი- დეპუტატი
- რევაზ კემულარია - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი- დეპუტატი
- ზაურ კოსტავა - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი- დეპუტატი
- ემზარ გოგუაძე - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი- დეპუტატი
- თემურ მჟავია - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
- როსტომ შამუგია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
- იგორ ჩხეიძე - საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების მინისტრი
- გია თავზარაშვილი - ხარაგაულის პრეფექტი
- გივი ბუზიაშვილი - ქარელის პრეფექტის მოადგილე
- ლევან ხაჭაპურიძე - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის რწმუნებული სამაჩაბლოში
- მერაბ ჩუხუა - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო პოლიტიკური რწმუნებული, თსუ პროფესორი
- ვახტანგ (ლოთი) ქობალია - საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი
- ეთერ მგალობლიშვილი - წმინდა ილია მართლის საზოგადოებისა და მრგვალი-მაგიდა თავისუფალი საქართველოს წევრი ,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
- ზურაბ ხუციშვილი - წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი, სამცხე-ჯავახეთის მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს სპიკერი
- ციცი გაბესკირია - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს წევრი
- პაატა შუბითიძე - ქარელის საკრებულოს წევრი
- შოთა რატიანი - საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ოპერატიული ჯგუფის ოფიცერი
- ზურაბ შანიძე - სამეცნიერო და დოკუმენტური ფილმების მემატიანე,საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სამსახურის წევრი
- შალვა შანიძე - საქართველოს რესპუბლკის ეროვნული გვარდიის ქუთაისის ბატალიონი მეთაური,გვარდიის მაიორი
- თამაზ კერძევაძე - „დემოკრატიული პარტია-გულის“ დამფუძნებელი, ექიმი -ნეიროქირურგი
- ნოდარ მაისურაძე - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის დაცვის წვერი
- შოთა წიკლაური - საქართველოს რესპუბლკის პრეზიდენტის დაცვის წევრი
- მამუკა თხელიძე - ექიმი
- დავით ფიფია - მსახიობი
- შმაგი სამხარაძე - სამოქალაქო თანხმობის დამფუძნებელი, ჟურნალისტი
- ვახტანგ ფირალიშვილი - იურისტი
- მანანა ჯებაშვილი - ექიმი
- გიორგი ლილუაშვილი - პოლიტიკური პარტია „საქართველოს“ თავჯდომარე
- მამუკა იაშვილი - იურისტი/ადვოკატი
- გაიოზ მეტრეველი - ორგანიზაცია „გუდაუთის“ დამფუძნებელი
- ვახტანგ ყალიჩავა - ეკონომისტი
- ზურაბ ცხოვრებაშვილი - იურისტი