რა ჩვენება მისცა 8 პირის საქმეზე გდდ-ს თანამშრომელმა, რომელიც გუშინ 11 პირის საქმეზეც გამოიკითხა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპრატმენტის თანამშრომელი, რომელმაც ჩვენება გუშინ სინდისის 11 პატიმრის პროცესზე მისცა, პროკურატურამ გამოსაკითხად 8 პირის საქმეზეც მიიყვანა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე მიმდინარეობს.
გუშინდელის მსგავსად, ლაშა გელაშვილმა ხელი ვერცერთ სინდისის პატიმარს ვერ დაადო, თქვა, რომ არ დაუნახავს ვის მიერ ნასროლი ქვა მოხდა, თუმცა განაცხადა, რომ პრეტენზია ყველა ბრალდებულის მიმართ აქვს.
გდდ-ს თანამშრომელმა გუშინაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ბრალდებულებს ბრალი დაუდასტურდებოდათ, მათთან პრეტენზია ექნებოდა, თუმცა, დღეს უკვე კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა.
„თუ ნამდვილად დაუმტკიცდათ, რასაც ედავებიან, ერთადერთი პრეტენზია მაქვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. ვიცი, რომ ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. არ დამინახავს, ვინ მესროლა, ისეთი სიბნელე იყო, სახეს ვერ დავინახავდი“, - განაცხადა გდდ-ს თანამშრომელმა.
ირკვევა რომ გელაშვილი სპეცრაზმისს მორბენალთა დანაყოფისს წევრია, თუმცა ის ასევე სერიოზულობით ამტკიცებს, რომ სპეცრაზმელები სინქრონულ სირბილს მხოლოდ აქციის მონაწილეების დასაშინებლად იწყებდნენ, არადა სწორედ ასეთ მომენტებში იწყებოდა აქციის მონაწილეების თქმით, ხალხზე ძალადობა.
მოწმე: მომიტინგეები რომ გვიახლოვდებოდნენ ვაშინებდით ფარზე ხელკეტის რტყმით.
ერთ-ერთი მოახლოების დროს, როცა მომიტინგეები ერთმანეთს ანაცვლებდნენ.. ბიჭები ამას როცა ვხედავდით ფარს ვურტყავდით ხელკეტს და გავბრბოდით, რომ შეგვეშინებინა, ერთ-ერთმა ქვა მესროლა, მომხვდა, დამიზიანდაადვოკატი: რომ მიირბენდით, მერე რას აკეთებდით?
მოწმე: არაფერს.
ადვოკატი: მიდიოდით შეგაშინეო და უკან გარბოდით?...
მოწმე: არავინ დაგვიკავებია
ადვოკატი: მარტო გარბოდით თუ ყველა?
მოწმე: ყველა.
ადვოკატი: მიირბენდით შეაშინებდით და უკან გამორბოდით?
მოწმე: დიახ... მიდიოდნენ აქციის მონაწილეები.
ადვოკატი: დავალებას ვისგან იღებთ?
მოწმე: უფროსისგან.
ადვოკატი: ვინაა?
მოწმე: ბექა გოტიაშვილი.. რაციაზე გადმოგვცემდა დავალებას. ისეთი ხმაური იყო ერთმანეთს ვეუბნებოდით, ერთი რომ გაიგეს 10-მა იცის.
ადვოკატი: თქვენ დაზიანდით 30-ში, პირველ რიცხვში განხორციელებულ ქმედებებზე პრეტენზია ვერ გექნებათ ჰო?
მოწმე: დიახ, დიახ, ჩემს ზიანთან დაკავშირებით მაქვს.. ერთი წამით ერთს დავამატებ....
- პასუხი მივიღე
- მარტო ჩემს თავზე არ მაქვს ამ ყველაფერზე პრეტენზია, ჩემი თანამებრძოლები და თანამშრომლები დაზიანდნენ ჩემთან ერთად.მე ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია. დღეს აქ მე ვარ და სხვა დროს შეიძლება სხვაც დაზიანდეს...
მას კითხვებით მიმართა შოთა თუთბერიძემაც. ადვოკატი დაინტერესდა, უნახავს თუ არა მას დაშავებული მოქალაქეები, რაზეც მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.
მას ადვოკატმა ნაცემი დემონსტრანტები შეახსენა, რა დროსაც საქმის პროკურორი ჩაერთო ფრაზით, „ისე ამბობს, თითქოს დადასტურებული ფაქტი იყოს“, რასაც თუთბერიძემ რეპლიკით, „არ გრცხვენიათ?!“ მიმართა. ამ დიალოგს ხმაური და ბრალდებულების რეპლიკები მოჰყვა.
თუთბერიძემ მოწმეს ჰკითხა, უნახავს ან მოუსმენია, როგორ აგინებდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს.
თავდაპირველად მოწმე ირწმუნებოდა რომ მსგავსი არაფერი უნახავს, თუმცა მას შემდეგ, რაც სინდისის პატიმარმა, ზვიად ცეცხლაძემ სხდომათა დარბაზში აღნიშნული ვიდეოს ჩართვა მოითხოვა, სადაც სპეცრაზმელების მხრიდან გინების და შეურაცმხყოფერლი ფრაზები ისმის, ლაშა გელაშვილს მოუწია ეღიარებინა, რომ აქციზე ნამდვილად "რობოკოპები" იგინებოდნენ.
ადვოკატი: დაზარალებულები რომ არიან მოქალაქეები, ნაცემები რომ არიან, გაუპატიურებით რომ ემუქრებოდნენ, ეს ადამიანები რომ დაზარალებულად აღმოჩნდებიან სასამართლოზე, როგორც ახლა თქვენ.
პროკურორი: ისე ამბობს, თითქოს დადასტურებული ფაქტი იყოს.
შოთა თუთბერიძე: არ გრცხვენიათ?!
ზვიად ცეცხლაძე: თქვენ მიერ წარმოდგენილ კადრებშივეა, რობოკოპი რომ ემუქრება მოქალაქეს გაუპატიურებით!
ვასილ კაძელაშვილი: არც ნაცემი ჟურნალისტები გინახავთ?
ზვიად ცეცხლაძე: თქვენ მაგალითად მოიყვანეთ დაზიანება წელს ქვემოთ მიიღეს ჩემმა კოლეგებმაო, საიდან იცით, ვიდეო ნახეთ?
მოწმე: მერე ვნახე ვიდეო.
ზვიად ცეცხლაძე: სხვა ვიდეოებიც გინახავთ, სადაც პოლიციელები აგინებდნენ და აზიანებდნენ დემონსტრანტებს? გამოდის, არ ყოფილხარ ინფორმაციულ ვაკუუმში.
მოწმე: - მსგავსი არაფერი მინახავს.
ადვოკატი, დავით ჭიკაიძე: ხომ დამიდასტურებთ, რომ რობოკოპების მხრიდან გადაღებული ვიდეოა, რადგან მოქალაქეები ჩანან.
მოწმე: კი ვადასტურებ.
ადვოკატი: ახლა ხომ მოისმინეთ რობოკოპის მხრიდან გინება?
მოწმე: კი ვადასტურებ.
- ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.