რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ფული

18.07.25 15:33
რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ფული

ერთ წელიწადში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულად არის გაზრდილი. ყველაზე დიდ თანხას, საქართველოში ამერიკიდან გზავნიან. რიცხვებში  თანხის მოცულობამ 59 მილიონს მიაღწია.

“ოცნება“ დიდი ხანია ეკონომიკური მაჩვენებლებით ამაყობს, თუმცა  ეკონომისტები ამბობენ, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა და ემიგრანტებისგან შემოსულ თანხას, “ტოქსიკური შემოდინების წყაროდ მოიხსენიებენ.“

მათი თქმით, მაჩვენებლი ცხადყოფს ემიგრანტების რიცხვის ზრდას და ადასტურებს იმას, რომ საქართველოდან სულ უფრო მეტი ადამიანი გარბის.

ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების კონტრიბუცია საკმაოდ მაღალია ჩვენს ეკონომიკაში, ამას ეროვნული ბანკის სტატისტიკაც ცხადყოფს. ჩვენ თუ ბოლო წლების დინამიკას დავაკვირდებით, ეს არის მზარდი, ამას როგორც წესი, ეკონომისტები ტოქსიკური შემოდინების წყაროს ვეძახით ხოლმე, იმდენად, რამდენადაც მას ფისკალური დადებითი შედეგები აქვს, როგორც ნებისმიერი უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ემიგრანტები ქვეყნიდან კარგი ცხოვრების გამო არ არიან წასულები,სწორედ ამიტომ ის მოიხსენიება ტოქსიკური შემოდინების წყაროდ. აქედან გამომდინარე, ის დინამიკა, რომელიც გამოქვეყნდა, მოულოდნელი არ იყო, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

სულ სხვა რეალობაა რუსეთთან მიმართებაში-ივნისში ამ ქვეყნიდან გადმორიცხული თანხა 41 მილიონი იყო, რაც წლიური მაჩვენებლის 16 % -იანი შემცირების მაჩვენებლია და ომამდე ნიშნულს უბრუნდება.

რუსეთიდან გზავნილები დაუბრუნდა ომამდელ მაჩვენებელს, ყველაზე მეტი ფული კი შემოდის ამერიკა, იტალია, საბერძნეთი და გერმანიიდან, ძირითად წყაროდ დარჩა ეს 4 ქვეყანა, ესეც კარგია ეკონომიკისთვის, ეს თანხა რომ შემოდის, თუმცა, მეორეს მხრივ, პრობლემაა ქვეყნისთვის ემიგრაცია. სწორედ უვიზო მიმოსვლა არის შედარებით იმის საშუალება, რომ ხანგრძლივ ემიგრაციაში არ მოუხდეს მოქალაქეს წასვლა, არ მოუხდეთ ისე, რომ წავიდნენ და ვეღარ  ჩამოვიდნენ ქვეყანაში და დატოვონ ოჯახები, - ამბობს ბესიკ ნამჩავაძე.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ფულადი გზავნილების მიმართულებით ზრდა აშკარაა. პირველ ადგილს კავებდა აშშ-573 მილიონი დოლარით, ხოლო მეორე ადგილს იტალია 567 მილიონი დოლარით. ამ ქვეყნებიდან, მუდმივად იზრდება ფულადი გზავნილების რაოდენობა და სწორედ, ეს რიცხვებია ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის იმის დასტური, რომ საქართველოდან ემიგრაციის დონე იზრდება.

მსგავსი სიახლეები